კატეგორიები

ისრაელი აძლიერებს შეტევებს ქალაქ ღაზაში

ისრაელი აძლიერებს შეტევებს ქალაქ ღაზაში
ისრაელი ღაზის სექტორის ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში საბრძოლო მოქმედებებს აძლიერებს.

სამხედროებმა ბრძანება გასცეს, ქალაქ ღაზიდან პალესტინელთა ევაკუაციისა და მათი სექტორის სამხრეთ ნაწილში გადასვლის შესახებ.

ღაზა 11 ივლისი, 2024 წელი – საავტორო უფლება AP

ისრაელელთა განცხადებით, მათი სამიზნე ამ არეალში მოქმედი „ჰამასის“ გადაჯგუფებული მებრძოლები არიან, მათ შორის ისინი, ვინც გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოში არიან ჩანერგილები.

გასული დღეების განმავლობაში ქალაქ ღაზის ინტენსიური დაბომბვის შედეგად ათეულობით პალესტინელი დაიღუპა. ასევე რამდენიმე საავადმყოფო და სამედიცინო დაწესებულება იძულებული გახდა მუშაობა შეეჩერებინა.

ისრაელის მიერ საბრძოლო აქტივობის გაზრდა, დოჰაში შეერთებული შტატების, ეგვიპტისა და კატარის შუამავლებთან შეხვედრის ფონზე ხდება, რა დროსაც მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ცდილობენ.

როგორც ვარაუდობენ, მოლაპარაკებების დროს შეტევის გაძლიერება „ჰამასზე“ მეტი ზეწოლის განხორციელებას ისახავს მიზნად.

ამავდროულად, გაეროში აცხადებენ, რომ კერემ შალომის გადასასვლელზე არსებული ვითარების, საბრძოლო მოქმედებებისა და ღაზაში ისრაელის ძალებთან ეფექტური კოორდინაციის არარსებობის პირობებში პალესტინელებამდე დახმარების ძალზედ მცირე ნაწილი აღწევს.

Related news
გაეროში აცხადებენ, რომ ღაზაში მცხოვრები პალესტინელები რამადანს მძიმე პირობებში აღნიშნავენ გაერო ისრაელს მოუწოდებს, უზრუნველყოს ღაზის სექტორზე უფრო მეტი წვდომა
სხვა ამბები