კატეგორიები

მასობრივი მოსმენების საქმე

მასობრივი მოსმენების საქმე
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო მასობრივი უკანონო მოსმენების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა.

ცენტრი ევროპული სასამართლოს წინაშე წარმოადგენს შვიდ განმცხადებელს, რომლებიც დავობენ კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევაზე.

მოსარჩელეთა შორის არიან სასულიერო პირები – მალხაზ სონღულაშვილი, რუსუდან გოცირიძე, გიორგი მამალაძე, მონაზონი სიდონია და სამოქალაქო საზოგადოების 3 წარმომადგენელი, მათ შორის, სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლები. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მიუხედავად განმცხადებლების არაერთი მოთხოვნისა, სახელმწიფოს დღემდე არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები საქმეზე სიმართლის დასადგენად.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები