კატეგორიები

ჯო ბაიდენი: „არსად წასვლას არ ვაპირებ”

ჯო ბაიდენი: „არსად წასვლას არ ვაპირებ”

ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ და ამჯერად, ოფიციალურად დაადასტურა, რომ არ აპირებს გამოეთიშოს საპრეზიდენტო კამპანიას.

„არსად ვაპირებ წასვლას” – ასე მიმართა საზოგადოებას პრეზიდენტმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის შემდეგ, როდესაც ტრიბუნიდან ხალხისკენ გადაინაცვლა.

მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჯო ბაიდენი შესაძლოა საპრეზიდენტო მარათონს ჩამოშორებოდა, გაჩნდა მას შემდეგ, რაც დებატები გამართა დონალდ ტრამპთან, მეტოქესთან, როგორც მას საერთაშორისო მედია უწოდებს. ბევრმა ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დებატებზე თავი ძალიან ცუდად წარმოაჩინა.

დაკავშირებული ამბები
წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ირანში ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებებს ზღუდავს აშშ-მა, ინდოეთმა, ავსტრალიამ და იაპონიამ საპორტო ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მიმართულებით ახალი ინიციატივის შესახებ გამოაცხადეს
სხვა ამბები