მთავარიმსოფლიოევროპაშვეიცარიაში, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში უამინდობაა

შვეიცარიაში, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში უამინდობაა

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უხვი ნალექი მოვიდა და ძლიერი ქარია. ქარის შედეგად წაქცეულმა ხეებმა ავტომობილები დააზიანა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში. ძლიერი შტორმი დაატყდა თავს მონტენეგროს, სადაც სტიქიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიის შედეგებს ებრძვიან შვეიცარიაში, სადაც მოსახლეობასა და პოლიციას ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებიც ეხმარებიან.

ძლიერმა შტორმმა განსაკუთრებით შვეიცარიის ტიჩინოსა და ვალეს კანტონები დააზარალა. სამაშველო სამუშაოებში შვეიცარიის შეიარაღებული ძალების 135-ამდე წარმომადგენელია ჩართული. გასულ უქმეებზე მათ კანტონებიდან 2 ვერტმფრენით 300-ამდე მოქალაქე გაიყვანეს. ისინი, ფაქტობრივად, გარე სამყაროს იყვნენ მოწყვეტილი.

ძლიერი შტორმი თავს დაატყდა მონტენეგროსაც. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ყველაზე მეტად დაზარალდა სანაპირო რეგიონი. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც. ჩანეში თურქეთის მოქალაქე სამშენებლო ობიექტზე დაიღუპა, რადოვიჩიში კი ერთი ადამიანი მეხის დაცემას ემსხვერპლა. პეტროვაცში დაშავებული მამაკაცი წყლიდან ამოიყვანეს, ერთმა მოქალაქემ დაზიანება მიიღო ბარის ნავსადგურზეც.

ძლიერი ქარი იყო ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, სადაც ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. ხეების წაქცევის შედეგად დაზიანდა ავტომობილები. დაშავდა ერთი ქალი, რომელსაც ნაძვი დაეცა. მეტეოროლოგების ინფორმაციით, ქარის სიჩქარე 70 კილომეტრ საათს აღწევდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend