მთავარიევროპაგერმანიაგერმანიის კანცლერი ორმხრივი მოლაპარაკებების გასამართად პოლონეთში ჩავიდა

გერმანიის კანცლერი ორმხრივი მოლაპარაკებების გასამართად პოლონეთში ჩავიდა

პოლონეთისა და გერმანიის წარმომადგენლები 6 წლის განმავლობაში პირველად შეხვდნენ სამთავრობო კონსულტაციების გასამართად. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ორ ქვეყანას შორის ახალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განხილვის მთავარი თემები ეხებოდა: მიგრაციის პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებს ევროკავშირის მასშტაბით. გერმანია და პოლონეთი შეთანხმდნენ, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა გაააქტიურონ ევროპის წინააღმდეგ რუსეთის მუქარის შესაკავებლად.

„ჩვენ სისტემატურად გავაფართოებთ ჩვენს თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში და კოორდინაციას ვუწევთ ჩვენს შესაძლებლობებს. კონკრეტულად, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთად ვიღებთ წამყვან როლს ბალტიის ზღვის რეგიონში და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში. უკრაინაში უკანონო შეჭრით პუტინმა გაანადგურა ევროპული მშვიდობა და უსაფრთხოების წესრიგი და საფრთხე შეუქმნა უსაფრთხოებას მთელ ევროპულ კონტინენტზე”, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი პრესკონფერენციაზე ვარშავაში Copyright AP Photo/Czarek Sokolowski

მხარეებმა ასევე განაცხადეს, რომ გააღრმავებენ თანამშრომლობას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენაში, მათ შორის, Leopard 2 ტანკების რემონტსა და მომსახურებაში.

„სახელწოდებით „აღმოსავლეთის ფარი” ბალტიისპირეთის ქვეყნების პროექტთან ერთად არის ინფრასტრუქტურული პროექტი ევროპის საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად და ეჭვი არ მეპარება, რომ ის არის ასევე გერმანიის სახელმწიფოს ინტერესი, რომ ეს საზღვარი იყოს ძალიან ეფექტურად დაცული და პოლონეთი, გერმანია, ევროპა დაცული იყოს ასევე აღმოსავლეთ საზღვრიდან აგრესიის შემთხვევაში“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ მინისტრმა დონალდ ტუსკმა.

თუმცა ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ორივე მხარის მიერ გამოხატული ერთობლივი მოქმედების სურვილის გარდა კონკრეტული თანხები, თარიღები და ქმედებები არ გამოცხადებულა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend