მთავარიაზიასამხრეთ კორეასამხრეთი კორეა რუსეთს აფრთხილებს

სამხრეთი კორეა რუსეთს აფრთხილებს

„სამხრეთი კორეა რუსეთს აფრთხილებს, არ დაუშვას ისეთი შეცდომები, რომლებსაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში შეუქცევადი შედეგები მოჰყვება” – ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც რუსეთმა სეული უკრაინისთვის იარაღის შესაძლო მიწოდების გამო გააკრიტიკა. სამხრეთი კორეა რუსეთს ასევე მოუწოდებს, არ გააღრმაოს ურთიერთობა ჩრდილოეთ კორეასთან და იმოქმედოს ისე, როგორც გაეროს უშიშროების მუდმივ წევრს შეეფერება.

კრემლი სულ უფრო მეტად აფართოებს და აღრმავებს პარტნიორობას ფხენიანთან. სამხრეთი კორეა კი აფრთხილებს რუსეთს, რისკის ქვეშ არ დააყენოს მათი ურთიერთობა. სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ლიმ სუ-სუკის თქმით, რუსეთმა არ უნდა დაუშვას შეცდომები, რომლებსაც შეუქცევადი შედეგები მოჰყვება სამხრეთ კორეისა და რუსეთის ურთიერთობებში. მათ იმედი აქვთ, რომ რუსეთი უარს იტყვის ჩრდილოეთ კორეასთან კავშირზე და იმოქმედებს ისე, როგორც გაეროს უშიშროების მუდმივ წევრს შეეფერება.

მიმდინარე თვეს რუსეთის პრეზიდენტმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიდევ უფრო გაამყარეს ურთიერთობა და გარე საფრთხეებისგან ერთმანეთის დახმარებასა და დაცვაზე შეთანხმდნენ. ამასთან, სამხრეთ კორეის მედია იუწყება, რომ ჩრდილოეთი კორეა უკრაინაში, დონეცკის რეგიონში, რუსული ინფრასტრუქტურის აღსადგენად სამხედრო პერსონალის გაგზავნას გეგმავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend