მთავარისაქართველოევროპულმა საბჭომ საქართველოს შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა

ევროპულმა საბჭომ საქართველოს შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა

ბრიუსელში ორი დღის განმავლობაში ევროპელი ლიდერები მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებს, კონკურენტუნარიანობის, მიგრაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საკითხებს განიხილავდნენ.  სესიის დასრულების შემდეგ ევროკავშირის საბჭოს გენერალური სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში საქართველოში შექმნილ ვითარებაზეცაა საუბარი. ევროპული საბჭო შეშფოთებულია საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.

კერძოდ, დოკუმენტში ვკითხულობთ: „„უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება წარმოადგენს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ევროკომისიის მიერ წარდგენილი წინაპირობების შესრულების გზაზე უკუსვლას.

ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სიცხადე შემატონ საკუთარ ზრახვებს. შეცვალონ  კურსი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და იწვევს ევროპული ინტეგრაციის პროცესის დე-ფაქტო შეჩერებას”.

ევროპული საბჭო ასევე აცხადებს, რომ უნდა შეწყდეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის მზარდი შემთხვევები. ევროპული საბჭო ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს საპარლამენტო არჩევნებისთვის თავისუფალი და სამართლიანი გარემო  და პირობას დებს, რომ განაგრძობს არსებულ ვითარებაზე დაკვირვებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend