გლასტონბერის თანამედროვე წარმოდგენითი ხელოვნების ფესტივალი, რომელიც ერთ-ერთი ყველზე დიდი და პოპულარული ღია ცის ქვეშ გამართული მუსიკალური და თეატრალური ფესტივალია მსოფლიოში, წელს პირველად გაიხსნა დრონების შოუთი.
წელს ტრადიციული გლასტონბერის ფესტივალის გახსნას ასობით ათასი ფესტივალის მოყვარული დაესწრო გაერთიანებული სამეფოს სოფელ პილტონში მიუხედავად ჯანმრთელობისთვის სახიფათო სითბური ტალღებისა, რომელთა შესახებაც ექსპერტებმა წინასწარ გააფრთხილეს მოსახლეობა.
ბრიტანულმა „წითელმა ჯვარმა“ ფესტივალის მონაწილეებს მოუწოდა მზის გულზე ყოფნის დროს სიფრთხილის ზომები დაეცვათ და გაეთვალისწინებინათ, რადგან არსებობდა დეჰიდრაციისა და მზის დარტყმის რისკი. თუმცა როგორც ჭეშმარიტ ბრიტანულ კლიმატს შეეფერება, ჰაერის ტემპერატურა, რომელიც 30 გრადუსი ცელსიუსი იყო, 27 ივნისის დილას უეცრად თავსხმა წვიმამა შეცვალა. წინა ღამეს გახსნის ცერემონია კი, პირველად ფესტივალის ისტორიაში ფეიერვერკების ნაცვლად დრონების შოუმ დაამშვენა, რომელსაც 576 დრონი დასჭირდა.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ინგლისელი მომღერალი დუა ლიპა, SZA და როკჯგუფი Coldplay და სხვები. „ევრონიუსი“ გთავაზობთ წლევანდელი გლასტონბერის ფოტო და ვიდეორეპორტაჟს.
წელს გლასტონბერის ფესტივალი 26 ივნისიდან 1 ივლისამდე გაიმართება.
Drone show over Glastonbury Festival @glastonbury pic.twitter.com/VRP3zQr9Rp
— Lisa Morris (@LisaMorris42) June 26, 2024