კატეგორიები

ISFED წინასაარჩევნო გარემოს აფასებს

ISFED წინასაარჩევნო გარემოს აფასებს

„სამართლიანმა არჩევნებმა“ დღეს, 25 ივნისს, წარადგინა კვლევა, რომელშიც სხვა მიგნებებთან ერთად აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მნიშვნელოვნად დააზიანა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს მოქალაქეთა ნების საწინააღმდეგოდ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებამ.

ასევე ანგარიშში წერია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არაოფიციალურად წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწო და გამოიკვეთა შემთხვევები, რომლებიც ადმინისტრაციული რესურსის კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ საარჩევნო მიზნით გამოყენების ნიშნებს შეიცავს.

ორგანიზაცია წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით 73 საარჩევნო ოლქში 2024 წლის 1-ელი ივნისიდან აწარმოებს.

„წინასაარჩევნო პერიოდი მნიშვნელოვნად დააზიანა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს მოქალაქეთა ნების საწინააღმდეგოდ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებამ. აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ და დემოკრატიულ განვითარებასა და ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული მედიაორგანიზაციების არსებობას“, – წერია ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ISFED-ში აღნიშნავენ იმასაც, რომ აშშ-ის ხელისუფლების მიერ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს წინასაარჩევნო კამპანიის ხასიათის განსაზღვრაში.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები