კატეგორიები

ღაზაში აშშ კვლავ განაახლებს ჰუმანიტარული დახმარების გაცემას

ღაზაში აშშ კვლავ განაახლებს ჰუმანიტარული დახმარების გაცემას
პენტაგონის პრეს-მდივანმა, პეტ რაიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ღაზაში აშშ-ის მიერ აშენებული ნავსადგური, კვლავ განაახლებს ჰუმანიტარული დახმარების გაცემას პალესტინელებისთვის.

აშშ-მა ნავსადგური გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის მეშვეობით 230 მილიონ დოლარად ააშენა და მისი მიზანი ღაზაში მყოფი იმ პალესტინელების დახმარებაა, რომლებიც თვეებია უკვე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე ცხოვრობენ.

,,შემიძლია დავადასტუროთ, რომ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის პერსონალმა გუშინ აღადგინა დროებითი ბურჯი ღაზის სანაპიროზე. ისრაელის თავდაცვის ძალების ინჟინრებმა უზრუნველყვეს ყველა საჭირო სამუშაოს ჩატარება სანაპიროზე და კვიპროსიდან ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გადაცემა განახლდა. დღეს ღაზაში ​​656 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნება“, – განაცხადა პენტაგონის პრეს-მდივანმა, პეტ რაიდერმა.

Related news
ისრაელის მიერ ღაზაზე მიტანილ იერიშს 23 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა ღაზაში პალესტინელების კიდევ ერთი ჯგუფი დაბრუნდა
სხვა ამბები