მთავარიგადაცემებიScenesშრილანკელი ქალი, რომელმაც ტრაგედია მოდურ დიზაინად აქცია

შრილანკელი ქალი, რომელმაც ტრაგედია მოდურ დიზაინად აქცია

შრილანკელმა ქალმა – აშჩარია პეირის ჯაიაკოდიმ  –  20 წლის წინ ტერორისტული თავდასხმის შემდეგ თვალისჩინი დაკარგა, მაგრამ მოულოდნელად გაეხსნა შინაგანი შემოქმედებითი ხედვა, რომლის წყალობითაც  მოდის სამყაროს ცნობილ დიზაინერად გადაიქცა.

აშჩარიას სურდა წარმატებული ბანკირი დამსხდარიყო, მაგრამ ერთ დღეს როდესაც სამსახურში მიდიოდა, იგი ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლი გახდა – ბომბი აფეთქდა და ერთი ნამსხვრევი თავში მოხვდა – შედეგად ქალმა თვალის ჩინი დაკარგა და მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა.

მიუხედავად უზომოდ დიდი ფიზიკური და  ფსიქოლოგიური ტრავმისა, აშჩარიამ  შეძლო სიცოცხლის ხალისის დაებრუნებინა: გაახსენდა, რომ ბავშვობიდან ჰქონდა შემოქმედებითი ნიჭი და შეეძლო საკუთარი ხელითა შეექმნა ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც. გადაწყვიტა, რომ ამას უსინათლოც შეძლებდა.

აშჩარიას 22 წელია არაფერი უნახავს, ამიტომ მისი დიზაინები ორიგინალური მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფია. იგი თვლის რომ დიზაინერიც ხელოვანია, რომლის შემოქმედებასაც საზღვარი არა აქვს. დიზაინის მხოლოდ მოფიქრება კი არ არის რთული, იდეისთვის ხორცის შესხმაც რთულია. ამიტომ აშჩარიას იდეების მისი მკერავებისა და მეწაღეების გუნდისთვის გადაცემა იოლი არ არის. იგი მკერავებს სთხოვს, რომ სასურველი დიზაინის მინიატიურული ნიმუში დაუმზადონ, რომელსაც ხელით ეხება და ის ხვდება, სად არის შეცდომა და რა უნდა გასწორდეს, რომ საბოლოო პროდუქტი დამზადდეს. აშჩარიას მეთოდებმა გაამართლა და ის მაღალი მოდის ცნობილი დიზაინერი გახდა. იგი იმედოვნებს, რომ მისი ამბავი მისაბაძი მაგალითი იქნება მათთვის, ვინც ცხოვრებამ რთული განსაცდელის წინაშე დააყენა.

ავტორები: შარიფა ფადილა ალშაჰაბი და კაშიფ ხანი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend