მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONორი დღე ევროპარლამენტის არჩევნებამდე და სავარაუდო შედეგები

ორი დღე ევროპარლამენტის არჩევნებამდე და სავარაუდო შედეგები

2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებისთვის ესტონეთში ხმის მიცემა უკვე დაიწყო. 720-მანდატიან პარლამენტში ესტონეთს 7 წარმომადგენელი ეყოლება. ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 11:30 საათისთვის დაახლოებით 5000 ამომრჩეველი იყო კენჭისყრის უბანზე მისული.

კვლევები აჩვენებს, რომ ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანაში მოქალაქეები უმთავრესად შიდა პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე გააკეთებენ არჩევანს. Euronews-ის პროგნოზით, ევროკავშირის მომხრე ლიბერალებს მცირე შანსი ექნებათ ევროკავშირის პარლამენტის ახალი კოალიციის შესაქმნელად. გამოკითხვების მიხედვით, ლიბერალებს ევროპარლამენტში 21-ით ნაკლები დეპუტატი ეყოლებათ.

„ლიბერალური პარტიები ტრადიციულად ძლიერები იყვნენ, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში. თქვენ ხედავთ პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილებას. ისინი სულ უფრო მეტად სუსტდებიან ეროვნულ დონეზე და, შესაბამისად, ევროპულ დონეზეც. ეს შესამჩნევია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ე.წ. ახალ წევრ ქვეყნებშიც“, – აცხადებს KU Leuven-ის მკვლევარი სტივენ ვან ჰეკემი.

2017 წელს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის გამარჯვებამ 2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნებზე ლიბერალებს შთამბეჭდავი უპირატესობა მიანიჭა, თუმცა ამის შემდეგ პოლიტიკური ლანდშაფტი შეიცვალა.

ევროპარლამენტის არჩევნები ოფიციალურად 6 ივნისს იწყება და 9 ივნისის ჩათვლით გრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend