კატეგორიები

პრაღაში NATO-ს მინისტერიალი მიმდინარეობს

პრაღაში NATO-ს მინისტერიალი მიმდინარეობს
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები პარიზში შეიკრიბნენ და განიხილეს, მისცენ თუ არა უკრაინას უფლება, გამოიყენოს მათი შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების მისატანად.

რუსეთთან უფრო ფართო კონფლიქტის გაღვივების შიშით დასავლეთი ჯერჯერობით თავს იკავებს იმისგან, რომ  მათი შეიარაღება ამ მიზნებისთვის იყოს მიმართული. ამ საკითხთან დაკავშირებით  აზრთა სხვადასხვაობაა.

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინას ჯერ კიდევ შეუძლია გაიმარჯვოს ნატოს მოკავშირეების უწყვეტი და მტკიცე თანადგომით. შესაბამისად, ივლისში ნატოს სამიტზე ისინი გეგმავენ, კიდევ უფრო გაამყარონ მხარდაჭერა, რომელიც ითვალისწინებს ნატოს ჩართულობას უსაფრთხოების საკითხების კოორდინაციაში, ასევე წვრთნებსა და მრავალმხრივ ფინანსურ დახმარებას.

მინისტრები ასევე განიხილავენ საკითხს, თუ ვინ უნდა გახდეს ნატოს შემდეგი გენერალური მდივანი. როგორც ცნობილია,  სტოლტენბერგს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნის ვადა ოქტომბერში ეწურება.

Related news
გერმანიასა და ცენტრალურ ევროპაში ნატოს სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს „Arctic Sentry” – ნატოს ახალი კამპანია ჩრდილოეთში
სხვა ამბები