მთავარიEUROPEN UNIONევროპარლამენტის არჩევნებზე პარტიები სოციალური პლატფორმების საშუალებით ახალგაზრდების მოზიდვას ცდილობენ

ევროპარლამენტის არჩევნებზე პარტიები სოციალური პლატფორმების საშუალებით ახალგაზრდების მოზიდვას ცდილობენ

ევროკავშირის საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური პარტიები სოციალური პლატფორმების საშუალებით ახალგაზრდების მოზიდვას ცდილობენ. განსაკუთრებით აქტიურობენ ულტრამემარჯვენე პარტიები.

ისინი ხშირად იყენებენ სოციალურ ქსელებს იმისათვის, რომ არჩევნების წინ მიზნობრივ აუდიტორიასთან უშუალო კომუნიკაცია დაამყარონ. ბელგიელი ევროპარლამენტარი ტომ ვანდენდრიშე თვლის, რომ ამ ტაქტიკამ შესაძლოა გაამართლოს, რადგან ახალგაზრდა თაობა სულ უფრო მეტად კარგავს ნდობას ტრადიციული პარტიებისადმი.

ევროპელი ულტრამემარჯვენეები იყენებენ ისეთ პლატფორმას, როგორიცაა, TikTok-ი.  

ბელგიაში პარტია „ვლაამს ბელანგი”  ხშირად აქვეყნებს პოსტებს სოციალურ ქსელებში და ხარჯავს საკმაოდ დიდ თანხას ახალგაზრდა ამომრჩევლის მოსაზიდად.

მიუხედავად პარტიებისადმი უნდობლობისა, 2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნებზე ახალგაზრდების წყალობით რეკორდული აქტივობა იყო.

Euronews-Ipsos-ის ბოლო კვლევის მიხედვით, ფასების ზრდასთან ბრძოლა, სოციალური უთანასწორობისა და უმუშევრობის შემცირება, ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერა და კლიმატის ცვლილებასთან გამკლავება ახალგაზრდების უმრავლესობისთვის პრიორიტეტული საკითხებია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend