პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ 2024 წელს უკრაინის მხარდასაჭერად მისი ქვეყანა 126 მილიონ ევროს გამოყოფს.
პაკეტი მოიცავს ევროკავშირისა და ნატოს მრავალმხრივ დახმარებას. პორტუგალიამ ასევე პირობა დადო, რომ გააგრძელებს F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი სამხედრო მფრინავების გადამზადებას. უკრაინის ლიდერი პორტუგალიას ჭეშმარიტ მეგობრად და პარტნიორად მიიჩნევს.
I met with Portugal’s President Marcelo Rebelo de Sousa.
We discussed preparations for the Global Peace Summit, which requires the widest possible presence of states from all continents. Special attention was paid to Ukraine's integration into the EU and NATO. I thank the… pic.twitter.com/YVIZXEOz5i
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) May 28, 2024
ესპანეთსა და ბელგიაში ვიზიტის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი ლისაბონში ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებებზე ხელმოსაწერად ჩავიდა.
მანამდე იგი ბელგიაში იმყოფებოდა, სადაც მას 977 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას დაჰპირდნენ. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს, რომ 2028 წლისთვის უკრაინას 30 F-16 მოიერიშე თვითმფრინავები გადაეცეს. ბელგია ასევე პირობას დებს, რომ ომში ჩართულ ქვეყანას მიაწვდის ჯავშანმანქანებს, ჰაერსაწინააღმდეგო და საზღვაო საშუალებებს.
ბელგიის პრემიერ-მინისტრის ალესანდერ დე კროოს თქმით, უკრაინის პრეზიდენტი და სრულიად უკრაინა იმსახურებს ყველა საჭირო ინსტრუმენტს უკრაინის მოსახლეობის უკანონო აგრესიისგან დასაცავად.
უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტების მიზანია ურთიერთობების გაღრმავება პარტნიორ ქვეყნებთან, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში.