კატეგორიები

მალიორკაში შენობის ჩამონგრევის შედეგად, ოთხი პირი დაიღუპა და 27 მძიმედ დაშავდა

მალიორკაში შენობის ჩამონგრევის შედეგად, ოთხი პირი დაიღუპა და 27 მძიმედ დაშავდა
ოთხი ადამიანი დაიღუპა და 27 მძიმედ დაშავდა მალიორკაში, შენობის ჩამონგრევის შედეგად.

სანაპიროზე მდებარე ორსართულიანი შენობა ადგილობრივი დროით საღამოს 9-ის ნახევარზე ჩამოინგრა. როგორც ვარაუდობენ, ნანგრევებში რამდენიმე ადამიანია ჩარჩენილი.

ადგილზე მობილიზებულები არიან სასწრაფო დახმარების ჯგუფები, ასევე მეხანძრეები და  სამართალდამცველები. ამ დრომდე უცნობია შენობის ჩამონგრევის მიზეზი. ესპანეთის  ხელისუფლება საზოგადოებას მოუწოდებს, ვისაც ინციდენტთან დაკავშირებით,  რაიმე სახის ინფორმაცია  აქვს ითანამშროლოს გამოძიებასთან.

დაკავშირებული ამბები
გარდაიცვალა მარიკარმენ აბასკალი - ესპანეთის სოციალური საპროტესტო მოძრაობის სიმბოლო პუჩდემონი ესპანეთში დაბრუნებას შეძლებს
სხვა ამბები