მთავარიევროპაუკრაინახარკივის შემოგარენში მომხდარ სარაკეტო თავდასხმას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხარკივის შემოგარენში მომხდარ სარაკეტო თავდასხმას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხარკივის შემოგარენში სარაკეტო იერიშს ექვსი ადამიანი, მათ შორის შვიდი თვის ორსული ქალი ემსხვერპლა. ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად  28 მოქალაქე დაშავდა.

შემთხვევასთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება ომის დანაშაულის ბრალდებით. მათი მტკიცებით, რუსეთმა გამოიყენა ტაქტიკა, რომელიც შეგნებულად მიმართული იყო შემთხვევის ადგილზე მისული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამაშველო ჯგუფების გასანადგურებლად.

რუსეთმა გასულ კვირას  ხარკივის რეგიონზე შეტევითი ოპერაციები წამოიწყო, რითაც გაიზარდა ზეწოლა უკრაინულ ძალებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ელოდებიან დასავლეთიდან საჭირო საბრძოლო მასალასა და შეიარაღებას.

AP/Satellite image ©2024 Maxar Technologies

ჯავშანტრანსპორტიორის  მძღოლი იგორი ამბობს, რომ წინ დღით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა დასახლებაში, უკრაინელი მებრძოლები ჯერ კიდევ იქ არიან. რუსები წინ წაწევასა და პოზიციების დაკავებას ცდილობენ. მისი თქმით,  ისინი ყველაფერს აკეთებენ მათ შესაჩერებლად.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ წარმატებას აღწევენ სწორედ იმ ადგილებში, სადაც, პრეზიდენტ ზელენსკის მტკიცებით,  უკრაინელები უკან არ იხევენ და სულ უფრო მეტ რუს ჯარისკაცს ანადგურებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend