კატეგორიები

ირანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულ ქვეყნის პრეზიდენტს იბრაჰიმ რაისს გლოვობენ

ირანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულ ქვეყნის პრეზიდენტს იბრაჰიმ რაისს გლოვობენ
ირანში ქვეყნის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის დაღუპვის გამო გლოვაა გამოცხადებული.

ირანელები მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში იკრიბებიან და პატივს მიაგებენ პრეზიდენტისა და მასთან ერთად დაღუპულების ხსოვნას. ირანის პრეზიდენტს ხუთშაბათს დაკრძალავენ.

რაისი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად აზერბაიჯანთან ახლოს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.

ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ ავიაკატასტროფას ჯამში ცხრა ადამიანი შეეწირა, მათ შორის იყვნენ ეკიპაჟის წევრები. ისინი ირანში ბრუნდებოდნენ აზერბაიჯანიდან, სადაც კაშხლის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ.

ირანის სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ ვერტმფრენი ძლიერი ნისლისა და უამინდობის გამო  ავარიულად დაეშვა მთიან რეგიონში.

Related news
თეირანი აშშ-ს აფრთხილებს, რომ ირანში ჯარების გაგზავნა ვაშინგტონს „ჭაობში ჩაითრევს“ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება „ჩვენს ინტერესში არ შედის“
სხვა ამბები