მთავარიევროპაპოლონეთიპოლონეთი მინსკსა და მოსკოვთან საზღვრის გამაგრებაში თითქმის სამ მილიარდ დოლარს დახარჯავს

პოლონეთი მინსკსა და მოსკოვთან საზღვრის გამაგრებაში თითქმის სამ მილიარდ დოლარს დახარჯავს

პოლონეთი სამ მილიარდ ამერიკულ დოლარამდე მოცულობის ფინანსურ რესურსს ჩადებს რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან სახელმწიფო საზღვრის გამაგრების მიზნით.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრისა და ევროკავშირის ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, ვარშავა მინსკისა და მოსკოვის სამეკავშირეო სახელმწიფოს საზღვრებთან ე.წ. “აღმოსავლეთ ფარის” პროექტის ფარგლებში უპირველეს ყოვლისა სამხედრო ნაგებობებს ააშენებს.

ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო დაპირისპირების ფონზე კი პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა კი შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების წინაშე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ევროკავშირისა და ნატოს წევრი აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოებიდან ყველაზე ძლიერი, პოლონეთი, აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებაზე მეტ პასუხისმგებლობას იღებს.

უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყებამდე პოლონეთი კრემლის ჰიბრიდული ინტერვენციის სამიზნე გახდა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან ერთად. რუსული და ბელარუსული ლოგისტიკური უზრუნველყოფით ათი ათასობით მიგრანტი ახლო აღმოსავლეთიდან უცბად აღმოჩნდა ევროკავშირის საზღვრებთან.

პოლონეთის წინა ხელისუფლებამ დაახლოებით 400 მილიონი ამერიკული დოლარი დახარჯა ბელარუსთან სახელმწიფო საზღვრის გამაგრებაზე. ამჟამინდელ ხელისუფლებაში კი ფიქრობენ, რომ სიფრთხილეს თავის არ სტკივა და დამატებითი ზღუდეები საჭიროა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend