მთავარიამერიკააშშტეხასის შტატში ნავთობით დატვირთული ბარჟა ხიდს შეეჯახა

ტეხასის შტატში ნავთობით დატვირთული ბარჟა ხიდს შეეჯახა

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ტეხასში, კერძოდ, გალვესტონში, ბარჟა ხიდს შეეჯახა, რის შედეგადაც მიმდებარე წყლებში ნავთობი ჩაიღვარა და დაიკეტა პელიკანის კუნძულისკენ მიმავალი ერთადერთი საავტომობილო გზა.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა როგორც ოფიციალური პირები ამბობენ, ბარჟაზე მდგომი ერთი მამაკაცი შეჯახების შედეგად წყალში გადავარდა, მაგრამ იგი მალევე გადაარჩინეს.

შესაბამისმა სამსახურებმა ინციდენტის ადგილის ირგვლივ პერიმეტრი მოაწყვეს.

გალვესტონის ოლქის ხიდის ზედამხედველი, დეივიდ ფლორესი, აცხადებს, რომ 15 მაისს, დილის ათი საათისთვის, საბუქსირე ბორანმა ნავთობის შემნახველი საცავიდან ორი ბარჟის გამოყვანისას მათზე კონტროლი დაკარგა.

ფლორესის თქმით, ბარჟა შეეჯახა ხიდის ერთ-ერთ ბურჯს და ხიდთან არსებულ ორ სატელეფონო ბოძს.

ტრანსპორტის სექტორის წარმომადგენლებმა ჩარჩენილ ავტომობილებს დართეს ნება,  კუნძული იმავე დღეს  დაეტოვებინათ. დღის მეორე ნახევრიდან კი ხიდზე ორმხრივად შეწყდა საავტომობილო მოძრაობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend