კატეგორიები

გაქცეული ცხენები ლონდონის ცენტრში

გაქცეული ცხენები ლონდონის ცენტრში

ლონდონში სამართალდამცველებმა დაიჭირეს ორი ცხენი, რომლებიც დედაქალაქის ქუჩებში ზედამხედველობის გარეშე დარბოდნენ. ცხენების უკონტროლო ქცევის შედეგად ოთხი მოქალაქეა დაშავებული.

ცხენები ოლდვიჩის სიახლოვეს, ლონდონის ისტორიულ ფინანსურ ცენტრსა და უესტ ენდს შორის მიდამოებშიც, შეამჩნიეს, საბოლოოდ კი დედაქალაქის ცენტრიდან 6 კილომეტრის მოშორებით დაიჭირეს.

ბრიტანეთის არმიის პრესსამსახურის ცნობით, რამდენიმე ცხენს რუტინულად წვრთნიდნენ ოთხშაბათს დილით, რა დროსაც ორი გაიქცა.

გავრცელებული ცნობებით, დაზიანდნენ ცხენებიც.

გაქცეული ცხენი, ლონდონი, 24 აპრილი, 2024 წელი Copyright Jordan Pettitt/PA via AP
Related news
დიდი ბრიტანეთი კატარში ტაიფუნის ტიპის ავიაგამანადგურებლებს გზავნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება BREXIT-დან 6 წლის შემდეგ
სხვა ამბები