კატეგორიები

სახიფათო შეტყობინება

სახიფათო შეტყობინება

21 აპრილის საღამოს სოციალურ ქსელში მათ შორის “ტელეგრამის” ახალშექმნილ რუსულენოვან არხებზე გავრცელდა ცნობები, რომ დღეს, 22 აპრილს, თბილისის რამდენიმე სკოლასა და სავაჭრო ცენტრზე თავდასხმა იგეგმებოდა.

მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება სკოლებში არ აღმოუჩენიათ, თუმცა გამოძიება გრძელდება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მსგავსი შინაარსის მუქარა გავრცელდა ყაზახეთსა და სომხეთშიც.

უსაფრთხოების ექსპერტის ანდრო გოცირიძის თანახმად, მუქარის უკან რუსული სპეცსამსახური დგას და ძირითადად ანტიიმპერიალისტური განწყობის მქონე ქვეყნებში ვრცელდება.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები