კატეგორიები

ანდჟეი დუდა: მზად ვართ პოლონეთში ბირთვული იარაღის განთავსებისთვის

ანდჟეი დუდა: მზად ვართ პოლონეთში ბირთვული იარაღის განთავსებისთვის
პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა ამბობს, რომ პოლონეთი მზად არის ბირთვული იარაღის განთავსებისთვის საკუთარ ტერიტორიაზე, თუ ნატო გადაწყვეტს გააძლიეროს თავისი აღმოსავლეთი ფლანგი.

„რუსეთი სულ უფრო მეტად განაგრძობს კენინგსბერგის ოლქის (კალინინგრადის) მილიტარიზაციას. ბოლო დროს მოსკოვმა ბირთვული იარაღი ბელორუსში გადაიტანა“, – თქვა დუდამ ორშაბათს პოლონურ გამოცემა Fakt-ის ინტერვიუში. „თუ ჩვენი მოკავშირეები გადაწყვეტენ ბირთვული იარაღის განთავსებას ჩვენს ტერიტორიაზეც, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ჩვენ მზად ვართ ამისთვის“, – დასძინა მან.

პოლონეთის პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ ბირთვული იარაღის განთავსების საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

“ამაზე უკვე რამდენჯერმე ვისაუბრეთ. უნდა ვაღიარო, რომ როცა მკითხეს, მე მზადყოფნა გამოვთქვი”, – განაცხადა დუდამ.

დაკავშირებული ამბები
საავადმყოფოში გარდაიცვალა თავდამსმხმელი, რომელმაც კრაკოვის ცენტრში ცეცხლი გახსნა ვარშავაში მიაჩნიათ, რომ დროა ევროპამ თავდაცვის სექტორი „საომარ რელსებზე“ გადაიყვანოს
სხვა ამბები