კატეგორიები

გერმანიაში რუსეთის ორი ჯაშუში დააკავეს

გერმანიაში რუსეთის ორი ჯაშუში დააკავეს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცველებმა ორი პირი ბავარიაში რუსეთის ფედერაციის ჯაშუშები დააკავეს. ბერლინში კი რუსი ელჩი განმარტებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. გერმანიის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელთა თქმით, დაკავებულები გერმანულ მიწაზე ამერიკული სამხედრო ბაზების აფეთქებას გეგმავდნენ.

“ჩვენ დაკავებულებს საბოტაჟის მცდელობაში ვდებთ ბრალს. მათი სამიზნე სამხედრო ინფრასტრუქტურა და სხვადასხვა საწარმოა. ამ მიზნით ჩვენ მიერ დაკავებული ორი პირი, მუდმივ უკავშირდებოდა რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურს“, ამბობს ინეს პეტერსონი, პროკურორი.

უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყებიდან მალევე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დააკავეს ე.წ. “რაიხსბურგერები”, ორგანიზაციის წევრები, რომლებიც გერმანული მიწიდან ამერიკული სამხედრო ბაზების გაყვანასა და მონარქიის აღდგენას გეგმავდნენ.

დაკავშირებული ამბები
ფრიდრიხ მერცი უკრაინისთვის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭების შეთავაზებით გამოდის გერმანია კიბერთავდაცვითი მექანიზმების შემუშავებას გეგმავს
სხვა ამბები