კატეგორიები

ჩერნიჰივზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 17 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ჩერნიჰივზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 17 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
გუშინ დილით უკრაინის ჩრდილოეთით,  ქალაქ ჩერნიჰივის ცენტრალურ ნაწილში, სამი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რომელთაგან ერთ-ერთი რვასართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დაიღუპა 17 ადამიანი,  61  კი  დაიჭრა, მათ შორის სამი ბავშვია. 

ჩერნიჰივი დედაქალაქ კიევიდან 150 კილომეტრში მდებარეობს და მისი მოსახლეობა დაახლოებით 250 000 ადამიანს შეადგენს.

უკრაინის პრეზიდენტმა მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების აუცილებლობაზე ისაუბრა.  მან ყურადღება გაამახვილა იმ ყველაფერზე, რაც მათი შემდგომი ქმედებებისა და ქვეყნის დაცვისთვისაა აუცილებელი.

უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სწორედ ახლაა ის დრო, როდესაც თითოეულმა მოქალაქემ ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროპისა და თავისუფალი სამყაროს გასაძლიერებლად, ამისთვის კი მეტი იარაღის წარმოებაა საჭირო.

პრაღაში კი ათეულობით ადამიანმა  აქცია მოაწყო შეერთებული შტატების, გერმანიისა და საფრანგეთის საელჩოებთან. დემონსტრანტები  ნატოსა და მისი მოკავშირეებისგან უკრაინის თავზე საჰაერო სივრცის დაკეტვას მოითხოვდნენ. აქციაზე ისმოდა შეძახილები:  „დახურეთ ცა!“ „ნაკლები ლაპარაკი, მეტი ქმედება!“

დაკავშირებული ამბები
რუსეთმა უკრაინაზე ომის დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა უკრაინა დასთანხმდა დაზიანებული მილსადენ „დრუჟბის“ შემოწმებას
სხვა ამბები