კატეგორიები

ცენტრალურ ღაზაში ისრაელის ავიადარტყმას „ჰამასის“ ლიდერის სამი ვაჟი და ოთხი შვილიშვილი ემსხვერპლა

ცენტრალურ ღაზაში ისრაელის ავიადარტყმას „ჰამასის“ ლიდერის სამი ვაჟი და ოთხი შვილიშვილი ემსხვერპლა
10 აპრილს ერთ-ერთმა პალესტინურმა ტელევიზიამ გაავრცელა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ „ჰამასის“ ლიდერი, ისმაილ ჰანია, დოჰაში საავადმყოფოში ვიზიტასას თავისი შვილების დაღუპვის ამბავს იგებს.

ისმაილ ჰანიას სამი ვაჟი და 4 შვილიშვილი ჩრდილოეთ ღაზაში ისრაელის ავიადარტყმას შეეწირნენ.

ჰამასის“ ლიდერი ისრაელს ბრალს სდებს, რომ ის საბოლოოდ უთხრის ძირს სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა  სოციალურ ქსელ იქსზე  დაადასტურეს ინფორმაცია „ჰამასის”  ლიდერის შვილების დაღუპვის შესახებ.

Associated Press-ის ჟურნალისტი ჯო ფედერმანი ამბობს, რომ ავიაიერიში იმ დროს მოხდა, როდესაც ისრაელი და „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში იყვნენ ჩართულნი. ჰანიას მიაჩნია, რომ  ისრაელი შურისძიების მოტივით მოქმედებს, თუმცა იქვე  დასძენს, რომ ისრაელი ამ ნაბიჯებით ვერ აიძულებს „ჰამასს“, მოლაპარაკებების დროს დათმობაზე წავიდეს.

ცენტრალურ ღაზაში კი, კერძოდ, ზავაიდაში, ავიადარტყმის შედეგად  11 ადამიანი დაიღუპა. გავრცელდა კადრები, რომლებშიც თითქმის სრულად განადგურებული შენობა და აფეთქების შედეგად წარმოქმნილი მცირე ზომის თხრილი ჩანს.

Related news
გაეროში აცხადებენ, რომ ღაზაში მცხოვრები პალესტინელები რამადანს მძიმე პირობებში აღნიშნავენ გაერო ისრაელს მოუწოდებს, უზრუნველყოს ღაზის სექტორზე უფრო მეტი წვდომა
სხვა ამბები