კატეგორიები

9 აპრილის ტრაგედია

9 აპრილის ტრაგედია
დღეს 35 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1989 წელს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების რუსულმა  ქვედანაყოფმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია.

დარბევას მსხვერპლი მოჰყვა – 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

ამ ტრაგიკული მოვლენიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ კი საქართველოს უზენაესმა საბჭომ ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

დილიდან პარლამენტის წინ მდებარე მემორიალთან საზოგადოება იკრიბება და პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას.

დაკავშირებული ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზეიმისა და პროტესტის ფონზე მეურნეობის ეკოლოგია
სხვა ამბები