მთავარიევროპაბელარუსიალექსანდრ ლუკაშენკა ომისთვის ემზადება

ალექსანდრ ლუკაშენკა ომისთვის ემზადება

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკამ თქვა, რომ ბელარუსს არ სურს ბრძოლა, მაგრამ ომისთვის ემზადება. ამის შესახებ მან ქალაქ გროდნოში ყოფნისას განაცხადა. მისივე თქმით, ბელარუსში მიმდინარეობს შესაბამისი ქვედანაყოფების წვრთნა, ჯარებს კი სხვადასხვა ტიპის იარაღი და აღჭურვილობა მიეწოდება.

„ღიად ვაცხადებ, რომ ომისთვის ვემზადები. მშვიდობა თუ გსურს, ომისთვის მზად უნდა იყო. სხვათა შორის, ეს ჩემი სიტყვები არ გახლავთ, მაგრამ მართალია. ჩვენ ომისთვის ვემზადებით”, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკამ.

რუსეთი და ბელარუსი 2023 წელს შეთანხმდნენ, რომ რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი განთავსდებოდა ბელარუსის ტერიტორიაზე. წლის ბოლოს კი, ლუკაშენკამ განაცხადა, რომ რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში უკვე განთავსებულია. მან მაშინ ასევე თქვა, რომ მზად იყო ომშიც წასულიყო, თუ უკრაინა ბელარუსს თავს დაესხმებოდა.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:02

ერთობის ჯაჭვი

spot_imgspot_img
Send this to a friend