კატეგორიები

კიდევ ერთი ამერიკელი ჟურნალისტი კრემლის ტყვეობაში

კიდევ ერთი ამერიკელი ჟურნალისტი კრემლის ტყვეობაში

რუსეთის სასამართლომ კიდევ ერთი ამერიკელი ჟურნალისტი დატოვა წინასწარ პატიმრობაში. მასაც ბრალად ჯაშუშობა ედება. ალსუ კურმაშევა “რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტია და ის 18 ოქტომბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც მან კრემლის მიერ უცხოელი ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი და საგანგებოდ შექმნილი კითხვარი არ შეავსო და უცხოელ აგენტად არ დარეგისტრირდა.

ალსუ კურმაშევა სასამართლო პროცესზე უსმენს საკუთარ ადვოკატს, 1-ელი აპრილი, 2024 წელი, რუსეთი Copyright AP Photo

ამავე დროს, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შესახებ ამზადებდა რეპორტაჟს, რამაც მის მიმართ შესაბამისი სამსახურების ინტერესი გაზარდა. ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის ორმაგ მოქალაქეს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ის ყველა ბრალდებას უარყოფს.

ევან გერშკოვიჩთან ერთად ალსუ კურმაშევა მეორე ამერიკელი ჟურნალისტია კრემლის ტყვეობაში.

Related news
სავარაუდოდ, რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერები კიბერთავდასხმებს ამზადებენ პუტინი ამბობს, რომ მოსკოვი არ უნდა დაელოდოს, „როდის მიუხურავს კარს“ ევროპა რუსულ ენერგორესურსებს
სხვა ამბები