მთავარიევროპაშვეიცარიაშვეიცარიაში შოკოლადის ცნობილი მწარმოებლები აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადებიან

შვეიცარიაში შოკოლადის ცნობილი მწარმოებლები აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადებიან

შვეიცარიაში შოკოლადის მწარმოებლები აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადებიან. უკვე მზადდება ქანდაკებები, შოკოლადის კურდღლები და კვერცხები.

103 წლის წინ დაარსებულ მაღაზია La Bonbonniere-ში ამბობენ, რომ აღდგომა მნიშვნელოვანი დღესასწაულია და ბიზნესისთვის, ეს შობის შემდეგ ყველაზე კარგი სეზონია. La Bonbonniere-ის მაღაზიაში იმასაც ამბობენ, რომ კაკაოზე ფასების ზრდამ მათზე ნაკლებად იმოქმედა, თუმცა ეს არ ეხება აფრიკის ქვეყნებს. მაგალითად, განასა და კოტივუარში ფასების პრობლემა მწვავედ დგას.

„სიცხემ და გვალვამ კაკაოს ფასი საგრძნობლად გაზარდა. ჩვენ აფრიკის ქვეყნებთან ნაკლებად ვთანამშრომლობთ. თუმცა შოკოლადის ბევრი მწარმოებელი ამ ქვეყნებთან მუშაობს და ფასების ზრდა მათ ნამდვილად შეეხოთ“, – ამბობს La Bonbonniere-ის განვითარების დირექტორი, შანტალ ლობე.

შვეიცარიის მთავრობის ინფორმაციით, 2022 წელს ქვეყანაში  შოკოლადზე რეკორდულად დიდი მოთხოვნა იყო და ერთ სულ მოსახლეზე 11 კილოგრამი მოდიოდა. შოკოლადის ინდუსტრიის ასოციაცია ChocoSuisse-ის ინფორმაციით, 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს ფასების ზრდის გამო, მომხმარებელთა რაოდენობა შემცირებულია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend