კატეგორიები

ენტონი ბლინკენი ეგვიპტიდან ისრაელში ჩავიდა

ენტონი ბლინკენი ეგვიპტიდან ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ეგვიპტე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა. ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და მისი სამხედრო კაბინეტის წარმომადგენლებს შეხვდება.

სახელმწიფო მდივნის ისრაელში ჩასვლა გაეროში შეერთებული შტატების მიერ უშიშროების საბჭოსთვის წარდგენილ რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრის დღეს ემთხვევა.

სწორედ ამ კენჭისყრაზე იქნება ღაზის კონფლიქტში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოწოდება.

ბლინკენის შეხვედრები ისრაელში სავარაუდოდ, დაძაბული იქნება, რადგან ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი რაფაჰში შეჭრას აპირებს.

ამავე ამბავზე:

დაკავშირებული ამბები
ნეთანიაჰუს ომის კაბინეტის ყოფილი წევრი არჩევნებში მისი მთავარი მეტოქე იქნება ბენიამინ ნეთანიაჰუ იმეორებს, რომ ვიდრე იგი ისრაელის პრემიერ-მინისტრია, ირანი ბირთვულ იარაღს ვერ შექმნის
სხვა ამბები