მთავარიdraft geoსაქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატამდე მხოლოდ ერთი მოგება აშორებს. საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩში ვილი სანიოლის გუნდმა ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა.

მიღებული ყვითელი ბარათების გამო ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა, თუმცა გოლების გატანა საკუთარ თავზე ბუდუ ზივზივაძემ აიღო. “კარლსრუესა” და საქართველოს ნაკრების ფორვარდმა “დინამო არენაზე” დუბლი შეასრულა.

ფინალურ მატჩში საქართველოს მეტოქე საბერძნეთის ნაკრები იქნება, რომელმაც ყაზახეთი 5:0 დაამარცხა.

გადამწყვეტი მატჩი კვლავ “დინამო არენაზე”, 26 მარტს გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend