მთავარიევროპამოლდოვამოლდოვა და საფრანგეთი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას იწყებენ

მოლდოვა და საფრანგეთი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას იწყებენ

მოლდოვამ და საფრანგეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმება გააფორმეს. თავდაცვის შეთანხმება ადგენს სამართლებრივ ჩარჩოს მომავალი წვრთნებისთვის, რეგულარული დიალოგისა და ცოდნის გაზიარებისთვის.

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდაცვის მისია ზაფხულში გაიხსნება მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში, რათა შეძლოს საჭიროების შეფასება და დაიწყოს მოლაპარაკებები იარაღის შესაძლო კონტრაქტებზე.

ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა ერთი კვირის წინ დნესტრისპირეთის სეპარატისტულმა რეჟიმმა მოსკოვს დასახმარებლად მიმართა. მიზეზად კი კიშინიოვის შესაძლო აგრესია დაასახელა. თვითაღიარებული დნესტრისპირეთის რეჟიმი მიიჩნევს, რომ მოლდოვის მთავრობისგან ეკონომიკურ ბლოკადაში იმყოფება და რუსეთს დაცვას სთხოვს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend