კატეგორიები

ცივი ომის შემდეგ NATO-ს უდიდესი სამხედრო მანევრები აღმოსავლეთ ევროპაში გრძელდება

ცივი ომის შემდეგ NATO-ს უდიდესი სამხედრო მანევრები აღმოსავლეთ ევროპაში გრძელდება

სკანდინავიის ყინულივით ცივ წყლებსა და აღმოსავლეთ ევროპის ველებზე ცივი ომის შემდეგ NATO-ს ყველაზე მასშტაბური სამხედრო მანევრები იმართება. წვრთნებში ალიანსის წევრი ყველა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები იღებენ მონაწილეობას.

როგორც ბრიუსელში აცხადებენ, ეს მკაფიო და გასაგები გზავნილია მოსკოვისადმი, რომ NATO მზად არის, დაიცვას წევრი სახელმწიფოები. მიმდინარე წვრთნებში მხოლოდ სკანდინავიაში მონაწილეობას იღებს 20 ათასი ჯარისკაცი, ხოლო საერთო ჯამში, „მტკიცე მცველი 2024-ის“ ფარგლებში NATO-ს 90 ათასი ჯარისკაცია ჩართული.

სამხედრო მანევრებში მონაწილეობს: 50 წყალქვეშა ნავი, ფრიგატი, კორვეტი, ავიამზიდები და სადესანტო ხომალდები, ასევე 100-ზე მეტი სამხედრო საჰაერო ხომალდი, მათ შორის საბრძოლო და სადაზვერვო.

Related news
გერმანიასა და ცენტრალურ ევროპაში ნატოს სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს „Arctic Sentry” – ნატოს ახალი კამპანია ჩრდილოეთში
სხვა ამბები