კატეგორიები

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ტრამპის შესაძლო დაბრუნებაზე მსჯელობას უადგილოს უწოდებს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ტრამპის შესაძლო დაბრუნებაზე მსჯელობას უადგილოს უწოდებს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სათავეში დონალდ ტრამპის შესაძლო დაბრუნებაზე საჯარო დისკუსია უადგილოა.

მაღალჩინოსანი ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე რუსული ინტერვენციის ფონზე ეს მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული დასავლეთის ერთიანობაში ნაპრალების გაჩენას ემსახურება. ბორის პისტორიუსის განცხადებით, ევროპული სახელმწიფოები NATO-ს საერთო ბიუჯეტში მეტი თანხის მობილიზაციას წარმატებით ახერხებენ.

„მიმაჩნია, რომ დონალდ ტრამპის შესაძლო დაბრუნებაზე საერთაშორისო მასშტაბის დებატებისთვის ცუდი დროა. ჯერ კიდევ უცნობია, იქნება თუ არა დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი. რაც შეეხება NATO-ს საერთო ბიუჯეტში თანხების მობილიზაციას, ვითარება იდეალური არ იყო, მაგრამ ამ თვალსაზრისით აშკარა პროგრესია”, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა.

დაკავშირებული ამბები
გერმანიაში დაზვერვის სამსახურების სამართლებრივი ჩარჩოს რეფორმა გატარდება დრონისა და საეჭვო ობიექტის გამოჩენამ გერმანიაში ლაიფციგი/ჰალეს აეროპორტის მუშაობა შეაფერხა
სხვა ამბები