კატეგორიები

პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის გათავისუფლებას აპირებს

პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის გათავისუფლებას აპირებს

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქალაქ ავდიივკის ფრონტის ხაზზე უკრაინელთა პოზიციებზე მძლავრი იერიში მიიტანეს. ამასთან უკვე დადასტურებულია, რომ ერთი დღით ადრე რუსეთის კონტროლქვეშ მყოფ აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ლისიჩანსკში საცხობზე მომხდარ თავდასხმას 28 ადამიანი შეეწირა.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ იგი, სამხედროების გარდა, მაღალი რანგის რამდენიმე თანამდებობის პირის გადაყენებას განიხილავს. 

ვრცელდება ცნობები, რომ პრეზიდენტი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის, გათავისუფლებას აპირებს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ცვლილებები აუცილებელია.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკადრო ცვლილებების შესახებ სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტზე უკრაინელი ჯარისკაცების მონახულების შემდეგ ისაუბრა.

პრეზიდენტმა ვიზიტისას ასევე ზაპორიჟიის რეგიონის ახალი მერი ივან ფედეროვი წარადგინა.

ფედეროვი, რომელიც მელიტოპოლის მერი იყო,  რუსულმა ძალებმა ომი დაწყებიდან მალევე გაიტაცეს.

Related news
რუსულმა ძალებმა სლოვიანსკა და დნიპროზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ბრიანსკის რეგიონში მიკროელექტრონიკის ქარხანაზე მიიტანეს იერიში
სხვა ამბები