კატეგორიები

10 არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრაში ჩართვას ითხოვს

10 არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრაში ჩართვას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ 29 იანვარს საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციურ პარტიებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე არ მიიწვია.

განცხადების მიხედვით, პარლამენტი ვალდებულია, უზრუნველყოს რეალური სამუშაო პროცესი, გააფართოოს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატი და ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას მისცეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა.

ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოში 29 იანვარს სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მთავარი განსახილველი საკითხი იყო, როგორია ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების პროცესში პარლამენტის როლი.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები