კატეგორიები

პუტინი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა

პუტინი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა

რუსეთის საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ვლადიმერ პუტინის შტაბმა კანდიდატის რეგისტრაციისთვის 315 000 მხარდამჭერის ხელმოწერა წარმოადგინა. კომისიის თანახმად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შესამოწმებლად აიღეს 60 ათასი ხელმოწერა და მათგან ხარვეზიანი მხოლოდ 91 აღმოჩნდა.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ოფიციალურად დარეგისტრირებული მეოთხე კანდიდატია. ამ ჩამონათვალში არიან ლიბერალ- დემოკრატი ლეონიდ სლუცკი, კომუნისტი ნიკოლაი ხარიტონოვი და პარტია „ახალი ხალხის“ კანდიდატი ვლადისლავ დავანკოვი.

ვლადიმერ პუტინმა 2023 წლის 8 დეკემბერს განაცხადა იმის შესახებ, რომ პრეზიდენტად კენჭს იყრიდა. 16 დეკემბერს მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საინიციატივო ჯგუფმა, რომლის წევრებს შორის არიან კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი მუსიკოსები და მსახიობები.

Related news
აფეთქება მოსკოვში – დაიღუპა პოლიციელი და თავდამსხმელი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში რუსეთის ომში დაღუპულთა ქვრივებს შეხვდა
სხვა ამბები