მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელი ჯარისკაცების ახლობლები მთავრობისგან სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადის დაწესებას მოითხოვენ

უკრაინელი ჯარისკაცების ახლობლები მთავრობისგან სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადის დაწესებას მოითხოვენ

გასულ კვირას კიევში უკრაინელი ჯარისკაცების 100-ამდე ნათესავი და ახლობელი შეიკრიბა. ისინი მთავრობისგან სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადის დაწესებას მოითხოვენ.

ოქტომბრის შემდეგ თავისუფლების მოედანზე მეექვსედ გაიმართა საპროტესტო აქცია. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, აქციები უკრაინის მასშტაბით 36 ქალაქში მოეწყო.

იულია იჰნატიუკი, რომელიც ირპინიდან არის, ამბობს, რომ მისი მამა რუსეთის შეჭრის პირველი დღიდან ფრონტზეა. მეუღლე და ძმაც 10 დღის შემდეგ შეუერთდნენ სამხედროებს.

იულიას  მეუღლეს  ბოლო ორი წლის განმავლობაში მხოლოდ 10-დღიანი შვებულება ჰქონდა. მას შინ 5 წლის შვილი ელოდება. აქციის მონაწილეების თქმით, ჯარისკაცები გადაღლილები არიან და მათ დასვენებისთვის, ძალების აღსადგენად და ოჯახის წევრების სანახავად დრო სჭირდებათ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ანტონინა დანილევიჩის მეუღლეც ომის დაწყების პირველივე დღიდან ფრონტის ხაზზეა. იგი ხარკივის კონტრშეტევაშიც მონაწილეობდა. როგორც ანტონინა ამბობს, შეიძლება, ფიზიკურად დაისვენო და საკმარისად გამოიძინო ცხრა დღე თხრილში ყოფნის შემდეგ, მაგრამ მორალურად ვერ დაისვენებ და ვერც ძალებს აღიდგენ. ამიტომ დემობილიზაციის პერიოდი საჭიროა არა მხოლოდ მათი ბიჭებისთვის, არამედ მათთვის, ვინც ამ სამხედროებს ჩაანაცვლებს.

ანტონინას თქმით, სამხედროებმა უნდა იცოდნენ, რომ სამუდამოდ კი არ მიდიან ფრონტის ხაზზე, არამედ მხოლოდ გარკვეული პერიოდით.

თავიდან სპეციალურად შექმნილ ტელეგრამჯგუფში მხოლოდ რამდენიმე ქალი საუბრობდა დემობილიზაციის შესახებ, ახლა კი ამ ჯგუფში  4000 ადამიანია გაწევრებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend