კატეგორიები

იერუსალიმში მოქალაქეები ითხოვენ “ჰამასთან” მოლაპარაკებებს ტყვეების გასათავისუფლებლად

იერუსალიმში მოქალაქეები ითხოვენ “ჰამასთან” მოლაპარაკებებს ტყვეების გასათავისუფლებლად

იერუსალიმში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. მოქალაქეები ხელისუფლებისგან “ჰამასთან” გატაცებული მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებას ითხოვენ.

ამჟამად ღაზის სექტორის მმართველი ტერორისტული ორგანიზაციის ტყვეობაში ისრაელის 130 მოქალაქეა. ისრაელის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ “ჰამასთან” ომი ამ ორგანიზაციის სრულ განადგურებამდე და ისრაელის საბოლოო გამარჯვებამდე გაგრძელდება. ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომის შედეგად დაღუპულია 30 ათასამდე და დაჭრილია 60 ათასზე მეტი ადამიანი.

“საზოგადოების გამოფხიზლება გვსურს, იმ ადამიანების, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ, გვინდა გავაგებინოთ, რომ ჩვენი ძმებისა და დების სიცოცხლე მათ მიერ წარმოებულ პოლიტიკაზე მნიშვნელოვანია”, – აცხადებს აქციის მონაწილე ნოა მელკილი.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის თქმით, რაც შეუძლიათ, ყველაფერს აკეთებენ და უკვე დიდი ხანია “ჰამასთან” მოლაპარაკებასაც ითხოვენ.

აქცია “ჰამასის” მძევალთა გათავისუფლების მოთხოვნით. “დრო იწურება” – წარწერა აქციის მონაწილის ხელისგულებზე, იერუსალიმი, ისრაელი. 22 იანვარი, 2024 წელი Copyright AP Photo/Ohad Zwigenberg
Related news
დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელებმა პალესტინელების ათეულობით სახლი და სხვა ნაგებობა დაანგრიეს ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი ავსტრალიის პრემიერს ენტონი ალბანესს შეხვდა
სხვა ამბები