კატეგორიები

„ომი მანამდე გაგრძელდება, სანამ ღაზის სექტორი ისრაელს საფრთხეს შეუქმნის“ – ბენიამინ ნეთანიაჰუ

„ომი მანამდე გაგრძელდება, სანამ ღაზის სექტორი ისრაელს საფრთხეს შეუქმნის“ – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეწვია ერთერთ სამხედრო საჰაერო ბაზას, სადაც კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ისრაელი “ჰამასის” სრულ განადგურებამდე ომს არ შეწყვეტს. სამხედრო საჰაერო ბაზაზე ყოფნისას ისრაელის პრემიერს სამხედრო საჰაერო ძალების მეთაურმა იოთამ ზიგლერმა სახელმწიფოს მიერ წარმოებული საჰაერო ომის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

7 ოქტომბერს “ჰამასის” ტერორისტული იერიშის შედეგად დაწყებული ომის საწყის ეტაპებზე ისრაელი მხოლოდ სამხედრო საჰაერო ძალებით უტევდა დაჯგუფებას, სამხედრო სახმელეთო ოპერაცია “ჰამასის” თავდასხმიდან დაახლოებით ორ კვირაში წამოიწყო ისრაელმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი: “ომი გრძელდება და გასტანს მანამ, სანამ ჩვენს მიერ დასახულ ყველა მიზანს არ მივაღწევთ. სანამ არ დავიბრუნებთ ყველა გატაცებულ მოქალაქეს, სანამ არ გავანადგურებთ “ჰამასს”. ომი გაგრძელდება, სანამ ღაზის სექტორი ისრაელს საფრთხეს შეუქმნის. ომი ჩვენს საბოლოო გამარჯვებამდე გასტანს”.

ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორში გადაადგილდებიან, ისრაელ-ღაზის საზღვარი. 17 იანვარი, 2024 იანვარი Copyright AP Photo/Ohad Zwigenberg

Related news
დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელებმა პალესტინელების ათეულობით სახლი და სხვა ნაგებობა დაანგრიეს ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი ავსტრალიის პრემიერს ენტონი ალბანესს შეხვდა
სხვა ამბები