მთავარიევროპაისლანდიაექსპერტები აცხადებენ, რომ გრინდავიკში ლავის ნაკადი ნელდება, თუმცა საფრთხე ჯერ ისევ არსებობს

ექსპერტები აცხადებენ, რომ გრინდავიკში ლავის ნაკადი ნელდება, თუმცა საფრთხე ჯერ ისევ არსებობს

ექსპერტები აცხადებენ, რომ ლავის ნაკადი, რომელმაც ისლანდიის დასახლება გრინდავიკი მნიშვნელოვნად დააზარალა, ნელდება, თუმცა საფრთხე ჯერ ისევ არსებობს.

ვულკანის ამოფრქვევის გამო რამდენიმე სახლი სრულად განადგურდა. ახლომდებარე  დასახლებაში მორიგი ევაკუაცია გასულ კვირა დღეს გამოცხადდა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, დაკარგულია სამაშველო სამსახურის ერთი თანამშრომელი.

მთავრობის კაბინეტის საგანგებო შეხვედრის შემდეგ გაცხადდა, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები კიდევ რამდენი თვე ვერ შეძლებენ სახლებში დაბრუნებას.

ისლანდიის იუსტიციის მინისტრის გუდრუნ ჰაფსტეინსდოტირის თქმით,  რთულია იმის პროგნოზი, რა იქნება მომავალში. თუმცა იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამბობს, რომ  გრინდავიკში იარსებებს დასახლება, თუმცა, სამწუხაროდ, ის ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო.

შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა შენელებული ლავის ნაკადი დასახლებას აარიდონ. მათი ძალისხმევა ძირითადად წარმატებულია. მეცნიერები იმედოვნებენ,  რომ ამოფრქვევის შედეგად ვულკანური ფერფლი დიდი რაოდენობით  არ გაიფანტება ჰაერში,  როგორც ეს 2010 წელს მოხდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend