მთავარიევროპაუკრაინარუსეთმა და უკრაინამ ასობით ტყვე გაცვალა

რუსეთმა და უკრაინამ ასობით ტყვე გაცვალა

ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა და უკრაინამ ყველაზე მეტი სამხედრო ტყვე გაცვალეს.

5 თვის განმავლობაში ტყვეთა გაცვლის პროცესის ფარგლებში პირველად  230-ამდე უკრაინელი დაბრუნდა სახლში. მათ შორის არიან მებრძოლები, რომლებიც კუნძულ ზმეინისა და ქალაქ მარიუპოლში იბრძოდნენ.

რუსი სამხედროების  გათავისუფლების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ისინი მადლობას უხდიდნენ  პრეზიდენტ პუტინს. ბოლო ინფორმაციით, შეთანხმება არაბთა გაერთიანებული  საამიროების შუამავლობით შედგა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მისი გუნდი გააგრძელებს მუშაობას და გამოიყენებს ტყვეთა გაცვლისთვის საჭირო ყველა შესაძლებლობას. მისი თქმით, უკრაინას არასდროს დაავიწყდება ტყვეობაში მყოფი უკრაინელები.

სამხედროების გაცვლის მიუხედავად, მოსკოვი აგრძელებს დრონებით თავდასხმას უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და რამდენიმე ქალაქზე,  მათ შორის საპორტო ქალაქ ოდესაზე. უკვე მეექვსე დღეა, რაც რუსეთს  საჰაერო იერიში მიაქვს უკრაინაზე.

ნატოში განაცხადეს, რომ რუსული საჰაერო იერიშებისგან თავის დასაცავად უკრაინას  „პატრიოტის“ ტიპის 1000-ამდე  რაკეტის შეძენაში დაეხმარებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend