კატეგორიები

აშშ-ის ელჩი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ულოცავს

აშშ-ის ელჩი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ულოცავს
აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ულოცავს. მისი ვიდეომიმართვა საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა.

აშშ-ი მიესალმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ევროკავშირის გაფართოების შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ევროკავშირში გასაწევრებლად უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა და კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემდეგ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილებები ამ ქვეყნებს და მათ ხალხებს აძლევს იმედს და სტიმულს რეფორმების გასაგრძელებლად.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ეს ისტორიული მომენტია ევროპისა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები