კატეგორიები

ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს გამოყოფას

ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს გამოყოფას
ევროკომისიამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის გაყინული ფონდიდან უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს გამოყოფას.

უნგრეთისთვის განკუთვნილი 22 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა ევროკავშირს გაყინული აქვს კორუფციასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

ევროკომისიამ გადაწყვეტილება იმ სამიტამდე ერთი დღით ადრე მიიღო, რომელზეც ევროკავშირის გაფართოების საკითხი განიხილება. ევროკომისიაში უარყოფენ, რომ უნგრეთისთვის გაყინულ თანხებს ბლოკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პოზიციის შეცვლის მიზნით მოხსნეს.

ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობის შესახებ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას და უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გაცემას დაბლოკავს.

დაკავშირებული ამბები
პეტერ მადიარის მთავრობა პრეზიდენტ ტამაშ შუიოკის გადაყენებისთვის კონსტიტუციის შეცვლას გეგმავს პრემიერ-მინისტრის მოთხოვნის მიუხედავად უნგრეთის პრეზიდენტმა თანამდებობა არ დატოვა
სხვა ამბები