მთავარიევროპასერბეთიუცნობი მიგრანტები ლოზნიცის სასაფლაოზე

უცნობი მიგრანტები ლოზნიცის სასაფლაოზე

ყველაზე ხშირად მიგრანტები ბალკანეთის მარშრუტზე  მდინარეების გადაკვეთისას იღუპებიან.

მდინარე დრინა, რომელიც სერბეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის გადის,  სწრაფი და საშიშია. სერბეთის საზღვრის მხარეს,  ლოზნიცის დასახლებასთან ახლოს, რომელიც ხშირი ტყით არის გარშემორტყმული, მდინარე დრინა სერიოზული დაბრკოლებაა მიგრანტებისთვის.

ადვოკატ მილიცა შვაბიჩის თქმით, აქ უცნობი ადამიანების საფლავებია, რომლებზეც  მხოლოდ გარდაცვალების წელია მითითებული.

უცნობია, რამდენი მიგრანტი დაიხრჩო მდინარე დრინაში ან ზოგადად რამდენი მათგანი დაიღუპა  სერბეთსა და ბალკანეთში. შესაბამისი სამსახურები არ აწარმოებენ აღრიცხვას. ლოზნიცის სასაფლაოზე 12 ადგილია, სადაც უცნობი ადამიანები არიან დაკრძალული.  ინფორმაციის ერთადერთი წყარო აქტივისტების შექმნილი ონლაინ მონაცემთა ბაზააა.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, საზღვრის გადალახვის მსურველ მიგრანტებს იქ სძინავთ, დილით მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად გადიან. შუადღეს კი უკან ბრუნდებიან და ცდილობენ მდინარის გადაკვეთას.

რეჟისორ ვოჟინ ივკოვის თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება და მათზე არავინ არაფერი იცის. მიგრანტები მკაცრ ზამთარში მძლავრ მდინარეებს კვეთენ. სადაც დაუღამდებათ, იქ  სძინავთ, დილით კი ისევ აგრძელებენ გზას. რეჟისორი ვარაუდობს, რომ  მათ ცხედრებს ამ მიდამოებში მომდევნო 10 წლის განმავლობაში აღმოაჩენენ.

ბალკანეთის მარშრუტზე დაღუპული მიგრანტების რაოდენობას ლოზნიცაში აღრიცხავენ. დადასტურებულია, რომ  2015 წლიდან ამ ადგილას 400 მიგრანტი  დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend