მთავარიაზიაღაზაისრაელის ძალებმა ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ თავდაცვითი ხაზი გაარღვიეს და ბრძოლას აძლიერებენ

ისრაელის ძალებმა ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ თავდაცვითი ხაზი გაარღვიეს და ბრძოლას აძლიერებენ

ისრაელის მიერ ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმა შესაძლოა,  ომის დანაშაულად შეფასდეს
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ამბობს, რომ ლტოლვილთა ბანაკზე იერიში „არაპროპორციულია”.
,,ჰამასი“ აცხადებს, რომ ჯაბალიაზე ისრაელის  თავდასხმების შედეგად 195 ადამიანი დაიღუპა.
ისრაელის თავდაცვის ძალები ამბობენ, რომ მათ ,,ჰამასის“ მეორე მეთაური გაანადგურეს.

იმედის ნაპერწკალი რაფაჰის სასაზღვრო გასასვლელის გახსნაა

პალესტინელები რაფაჰის პუნქტთან. 1 ნოემბერი, 2023 – Copyright AP

 

სასწრაფო დახმარების მანქანებს დაჭრილები ეგვიპტის საველე საავადმყოფოებში გადაჰყავთ, სადაც ამ დროისთვის 76 დაჭრილი პალესტინელი მკურნალობს.

ამასთან, უცხოური პასპორტის მქონე 363   მოქალაქეს უფლება მიეცა, დაეტოვებინათ ღაზის ტერიტორია და ეგვიპტეში გადასულიყვნენ.

 

მაგრამ ის, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, დატოვოს ქვეყანა სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია. გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტოს ხელმძღვანელი შეშფოთებულია ღაზაში არსებული მძიმე სიტუაციით. 

ისრაელის ჯარები ღაზისკენ მიიწევენ, მათ დაუნდობლად მიაქვთ იერიში „ჰამასის“ სასტიკი თავდასხმის საპასუხოდ

„ჰამასის“ შეიარაღებული პირები ისრაელში 7 ოქტომბერს შეიჭრნენ, 1400 ადამიანი დახოცეს, 200-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს.

პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აფრთხილებს ყველას, რომ შესაძლოა ეს ომი დიდხანს გაგრძელდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend