მთავარიაზიაისრაელიისრაელის პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცებს მიმართეს

ისრაელის პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცებს მიმართეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს ღაზის სექტორის სიახლოვეს ეწვია და მათ გაესაუბრა. სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ჯარისკაცები შეაქო და განუცხადა, რომ ისრაელელი ერი მათ წინაშე ვალშია. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა კი ჯარებს ღაზის სექტორის იერიშისთვის მზადყოფნის ბრძანება მისცა. უცნობია, როდის დაიწყება ისრაელის თავდაცვის ძალების სახმელეთო იერიში, ამ ეტაპზე იერუსალიმი სამხედრო საჰაერო ძალებით უტევს “ჰამასს”.

ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი: “აქ მყოფები ჩვენი სამშობლოს ყველა კუთხეს წარმოადგენთ, თქვენ აქამდე როგორც ლომები ისე იბრძოდით და ახლაც ისე იბრძვით როგორც ლომები… ისრაელის სახელმწიფო თქვენ ზურგს გიმაგრებთ, თქვენ მტერს გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებთ, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება”.

იოავ გალანტი, ისრაელის თავდაცვის მინისტრი: “იყავით მზად, მალე ბრძანებას გავცემთ.  დიდი მადლობა ჯარისკაცებო, თქვენი იმედი გვაქვს, იღბალი თქვენ და კიდევ შევხვდებით. ღაზას ახლა შორიდან ხედავთ, მაგრამ მალე მის ქუჩებს იხილავთ, ეს პირობაა”.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend