მთავარიევროპაბულგარეთირუსეთის ჯაშუშები ეკლესიაში

რუსეთის ჯაშუშები ეკლესიაში

ბულგარეთში პრორუსული ორგანიზაციების პროტესტი არ წყდება. დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 21 სექტემბერს რუსული ეკლესიის სამი მღვდელი ქვეყნიდან ჯაშუშობის ბრალდებით გააძევეს. სასულიერო პირების ქვეყნიდან გაძევების შემდეგ ბულგარეთში რუსეთის ელჩმა ტაძარი ბოქლომით ჩაკეტა. მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც დაისვა კითხვა – ჰქონდა თუ არა რუსეთის ელჩს ეკლესიის ჩაკეტვის უფლება.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი დენკოვის განცხადებით, სასულიერო პირები ბულგარეთში ახორციელებდნენ ისეთ ქმედებებს, რომლებიც მათ სტატუსს სრულიად არ შეესაბამებოდა.

პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა ეკლესიის მფლობელობასთან დაკავშირებით გამოძიება მოითხოვეს. ისტორიული დოკუმენტების თანახმად, 1882 წლიდან ტაძარი რუსეთის მფლობელობაში გადავიდა, თუმცა რუსეთის საპატრიარქო ეკლესიას 1898 წლიდან მართავდა. საკითხს ახლა ბულგარეთის პროკურატურა იძიებს, თუმცა პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას შორის დაპირისპირება გრძელდება.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend