კატეგორიები

ყარაბაღში, საწვავის საცავში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 68-მდე გაიზარდა

ყარაბაღში, საწვავის საცავში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 68-მდე გაიზარდა
სომხური მედია ავრცელებს სინფორმაციას, რომ ყარაბაღში, 26 სექტემბერს, აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 68-მდე გაიზარდა.

მედიისვე ცნობით, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია მხოლოდ 21 ცხედარი.

დაშავდა 290 ადამიანი, მათგან 168 სამკურნალოდ სომხეთის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. 25 სექტემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად 105 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

თითქმის 30, 000-მა ეთნიკურმა სომეხმა დატოვა მთიანი ყარაბაღი – ეს იმ ანკლავის მოსახლეობის მეოთხედია, რომელიც აზერბაიჯანმა გასულ კვირას დაიბრუნა.

აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით კი “ეთნიკური წმენდა” დაიწყო.

ამავე ამბავზე:

ყარაბაღელ სომხებს ბაქოსი არ სჯერათ და რეგიონს ტოვებენ

დაკავშირებული ამბები
დაღესტანში გასულ უქმეებზე კოკისპირულ წვიმას წყალდიდობა მოჰყვა პუტინმა ფაშინიანს მიანიშნა, რომ ევროინტეგრაცია და ევრაზიული კავშირის წევრობა შეუთავსებელია
სხვა ამბები